პოლიტიკა
27.05.22 15:00
მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.
„თქვენი ყველა სიტყვა თავისი შინაარსით და ყველა ქმედება მიმართულია იქეთ, რომ არ განხორციელდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. დღეს, ჩემი, როგორც მოქალაქის და ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულება არის ის, რომ მოუწოდოს ოპოზიციას შეწყვიტონ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საბოტაჟი. ოპონენტებო, თქვენ სამწუხაროდ პოლიტიკური დეჟა ვიუს პროცესში ბრძანდებით. შარშან თქვენ მოგიწოდებდით ჩვენ, მოგიწოდებდათ მოსახლეობა, მოგიწოდებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატების სენატის წევრები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, რომ შეგეწყვიტათ საპარლამენტო საბოტაჟი. დღეს მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულ საბოტაჟს მიმართავს, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს პრობლემები შეექმნას და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი ვერ მიიღოს.
„თქვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ არის მრავალი ტექნიკური საკითხი, რომელიც აისახა ამ კითხვარში გათვალისწინებულ 2 600-ზე მეტ პასუხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური გარემო. მოდით თვალი გადავავლოთ უკანასკნელი პერიოდის პოლიტიკურ გარემოს. რამდენიმე თვის წინ, მიხეილ სააკაშვილს, მისი მეგობარი, ევროპარლამენტარი კუბილიუსი მოუწოდებდა, რომ არ ჩავიდეს საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას, პოლიტიკურ დაძაბულობას. ამის მიუხედავად, მან კანონდარღვევით, მიზანმიმართულად შემოაღწია ქვეყანაში. ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ურთულეს პერიოდში მსოფლიოში და ევროპის წინაშე უდიდესი გამოწვევების პერიოდში თქვენ აირჩიეთ ის გზა, რომ სწორედ საქართველო დაგედანაშაულებინათ იმაში, რაც არის სრულიად წარმოუდგენელია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა ქართველისთვის – რუსეთის ბანაკში ყოფნა და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება.
ამის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ხელს აწერს განაცხადს, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით.
განაცხადი შეივსო, გაიგზავნა, კითხვარი შეივსო დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადებში და ამის შემდეგ თქვენ აგზავნით დელეგაციას ბრიუსელში და იწყება შეხვედრები და თქვენი მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ამ მთავრობით ახლა არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24