ანალიტიკა

„საქართველოს სომხური სათვისტომო“ კვლავ ტერორიზმს უწევს პროპაგანდას!

29.07.22 11:40


ექსტრემისტული ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ აგრძელებს საქართველოს კანონების დარღვევას, ტერორიზმისა და ეროვნული სიძულვილის პროპაგანდას. 2022 წლის 27 ივლისს, 1983 წელს ლისაბონში „სომხური რევოლუციური არმიის“ ტერორისტული თავდასხმის მომდევნო წლისთავზე, „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ვებ-გვერდზე გამოჩნდა ტერორისტების და მკვლელების სადიდებელი შეტყობინება:

 

"დღეს არის ლისაბონის ხუთეულის ხსოვნის დღე"

 

1983 წლის 27 ივლისს სომხეთის რევოლუციური არმიის ხუთი წევრი- ვაჩე თაგლიანი, სედრაკ აჩემიანი, სიმონ იახნიანი, არა კრჟლიანი და სარგის აბრაჰამიანი პორტუგალიაში ლისაბონში არსებულ თურქეთის საელჩოში შევიდნენ.

 

საელჩოს დაცვასთან შეტაკებისას ერთი მათგანი, 21 წლის სიმონ იახნიანი სადარბაზოსთან დაიღუპა, დანარჩენმა ოთხმა კი საელჩოში შესვლა და ორი აფეთქების მოწყობა მოახერხა.

 

ლისაბონელმა 5 ბიჭმა თავდაუზოგავი ქმედებით დაამტკიცეს, რომ მათი მიზანი სულაც არ იყო ტერორიზმი, არამედ თავგანწირვა სომხების სამართლიანი საქმისთვის.

 

ბიჭებმა, რომლებმაც ეს ქმედება მცირე ასაკში ჩაიდინეს, თავისი თამამი ნაბიჯით შეახსენეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ სომეხთა გენოციდი უდავო ფაქტი იყო და მისი ტვირთი მათ აწევს მხრებზე.  1983 წელს ამ ქმედების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ აღიარა სომეხთა გენოციდი. ეს არ იყო სპონტანური სიგიჟე ან უბრალოდ ხუთი ახალგაზრდის გეგმა. სომხური რევოლუციური არმიის ოპერაცია სომხური სახელმწიფოს ბრძოლის ნაწილი იყო. შეიარაღებულ ბრძოლაში დაბრუნების გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როდესაც ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა უკვე ამოწურული იყო, მაგრამ სომეხმა ხალხმა ხმა ვერავის მიაწვდინა.”

 

გამოდის, რომ "საქართველოს სომხური სათვისტომოს" თვალსაზრისით მითიური "სომხების გენოციდის" აღიარების მიზნით სავსებით შესაძლებელია ტერორისტული თავდასხმების მოწყობა და კაცთა კვლა? "საქართველოს სომხური სათვისტომო საქართველო" ხომ ტერორისტებს არა მკვლელებად, არამედ "გმირებად" რაცხავს. ეს მაშინ, როცა სომეხი ნაციონალისტები, იგივე „საქართველოს სომხური სათვისტომო“ დიდი ხანია  ულტიმატუმით ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან ყბადაღებული „სომხების გენოციდის“ აღიარებას. განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ სომეხი ექსტრემისტები დაიწყებენ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებას, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების დახოცვას, რათა აღიარონ ისტორიაში არარსებული „გენოციდი“?

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული სიძულვილის გამომწვევი „საქართველოს სომხური სათვისტომო“ ტერორისტული თავდასხმებისა და პოლიტიკური მკვლელობების წლისთავს „ზეიმობს“ და ადიდებს ტერორისტებს. გამოდის, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით ზრდის იგი სომეხთა ახალგაზრდა თაობას, საქართველოს მოქალაქეებს... 44-დღიან ომამდე კი, სწორედ საქართველოს სომხური სათვისტომო აწყობდა რეგულარულად სომეხი ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქეების, მოგზაურობებს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყარაბაღში.

 

1983 წელს ლისაბონში უცხოეთის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის განდიდება „საქართველოს სომხური სათვისტომოს “ მიერ, ამ ტერორისტების განდიდება, კითხვებს აჩენს  თბილისში დიპლომატიური მისიების, ასევე საქართველოს მოქალაქეების, უცხოელი დიპლომატებისა და სტუმრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

გავიხსენოთ ლისაბონში მომხდარი ტერაქტი. სომეხმა ტერორისტებმა, ლიბანის მოქალაქეებმა, წინასწარ სამიზნედ ლისაბონში თურქეთის საელჩო აირჩიეს. თავდასხმამდე, ტერორისტებმა, რომლებიც საელჩოში ავიდნენ "დაზვერვის მიზნით", მცველს უთხრეს, რომ მათ ვიზა სჭირდებოდათ, მაგრამ მაშინვე დატოვეს იქაურობა, როდესაც მათ პასპორტების ჩვენება სთხოვეს. ამ ინციდენტის შემდეგ, თურქეთის საელჩომ პორტუგალიის მთავრობას (ნატოს მოკავშირეს) პოლიციის დაცვის გაძლიერება სთხოვა.

 

1983 წლის 27 ივლისს ტერორისტები კვლავ მიადგნენ საელჩოს შენობას და შიგნით შეღწევა სცადეს. მაგრამ არ გამოუვიდათ - ერთ-ერთმა ტერორისტმა ცეცხლი გახსნა და ადგილზე დახვრიტეს, ხოლო დანარჩენი ოთხი შეიჭრა ახლომდებარე ელჩის  რეზიდენციაში და აიყვანეს ორი მძევალი - საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ცოლი კაჰიდე მიჰჩიოღლუ და მისი ვაჟი ატასაი. ტერორისტებმა პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმეს ოთახი, სადაც მძევლები იმყოფებოდნენ და შტურმის შემთხვევაში შენობის აფეთქებით დაიმუქრნენ.

 

პოლიციამ ალყაში მოაქცია შენობა. მთავრობის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პორტუგალიის პრემიერ მინისტრი მარიო სუარესი, გადაწყდა, რომ პირველად გამოეყენებინათ ახლადშექმნილი და ბრიტანეთში გაწვრთნილი ელიტური პოლიციის ჯგუფი Grupo de Operações Especiais (GOE). მაგრამ სანამ GOE სპეცრაზმი ოპერაციას დაიწყებდა, ტერორისტებმა შენობა ააფეთქეს. შენობაში შეჭრილ ანტიტერორისტულ ჯგუფს წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მათ იქ  6 გვამი დახვდა - 4 ტერორისტი, მძევალი - კაჰიდე მიჰჩიოღლუ და პორტუგალიელი პოლიციელი მანუელ პაჩეკო, რომელმაც აფეთქებამდე შეძლო იმ ოთახში შეღწევა, სადაც  ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ გამოკეტილი და იგი აფეთქების დროს დაიღუპა. ერთ-ერთმა მძევალმა ატასაიმ მოახერხა პირველი სართულის ფანჯრიდან გადახტომა.

 

პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდო პერეირას თქმით, ტერორისტები „აშკარად აპირებდნენ საელჩოს რამდენიმე დღით აღებას, დიდი რაოდენობით მძევლების აყვანას, რათა ძლიერი ზეგავლენა მოეხდინათ  საზოგადოებრივ აზრზე“. პოლიციის გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე მანქანა სავსე იყო საკვებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით ხანგრძლივი ალყისთვის. სასტუმროში აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით, პოლიციამ დაადგინა ტერორისტების ვინაობა: სედრაკ აჟემიანი (19 წლის), არა კრჯლიანი (20 წლის), სარგის აბრაჰამიანი (21 წლის), სიმონ იახნიანი (21 წლის), ვაჩე დაღლიანი ( 19 წლის).

 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "სომხეთის რევოლუციურმა არმიამ" (ARA) აიღო. 1985 წელს ეს ორგანიზაცია მოაწყობს მორიგ ტერაქტს - თავდასხმას თურქეთის საელჩოზე ოტავაში.

 

1983 წელს, ლისაბონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ARA-მ განაცხადა, რომ ეს იყო "თვითმკვლელობის აქცია". წერილის ტექსტი მედიისთვის გავრცელდა. ARA-ს მიერ ხელმოწერილი პრეს-რელიზი, რომელიც მიღებულია Associated Press-ის ლისაბონის ოფისში, ნათქვამია: „ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეფეთქებინა ეს შენობა და დავრჩენილიყავი ნანგრევების ქვეშ. ეს არ არის თვითმკვლელობა, არც სიგიჟე, არამედ მსხვერპლი თავისუფლების სამსხვერპლოზე“. ARA-მ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა იყო შედეგი „თურქეთის და მისი მოკავშირეების უარისა „სომხების გენოციდის“ აღიარებაზე.

 

მოკლული ტერორისტები ლიბანის სომხურმა სათვისტომომ ბეირუთში „პატივით“ დაკრძალა, როგორც „გმირები“. ამ დროს ლიბანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და საბრძოლო მოქმედებებში სომეხი ბოევიკები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ტერორისტების „გმირობამ“ უფრო გაახანგრძლივა სისხლისღვრა ლიბანში. სომეხი სამღვდელოების მონაწილეობით ამ პანაშვიდების ფოტო „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ისმის კითხვა - „საქართველოს სომხური სათვისტომოც“ ცდილობს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაღვივებას? განსაკუთრებით თუ ვიმსჯელებთ მისი ქსენოფობიური განცხადებებით, სიძულვილის პროპაგანდით, ტერორიზმის განდიდებით და პოლიტიკური მკვლელობებით.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები