ეკონომიკა

„რუსეთის რკინიგზა“ ყაზახეთიდან საქართველოში მარცვლეულის ტრანზიტზე ტარიფს ამცირებს

28.10.16 15:50


„რუსეთის რკინიგზა“ ყაზახეთიდან საქართველოში მარცვლეულის ტრანზიტისთვის მოქმედი ტარიფის 40%-იან კლების საკითხს განიხილავს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სალმან ბაბაევმა.

„ახლა განვიხილავთ მარცვლეულის ყაზახეთიდან საქართველოში გადაზიდვის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მოქმედება პრეისკურანტით 10-01 — როგორც შიდა გადაზიდვები. ახლა დაახლოებით 40%-ს განვიხილავთ. ეს ყაზახური სატრანზიტო მარცვლეულია, რომლის ტრანზიტიც არა კასპიის გავლით, არამედ აზერბაიჯანის გავლით მოხდება“, — განაცხადა მან.

ბაბაევმა განაცხადა, რომ ადრე „რუსეთის რკინიგზამ“ ბელარუსიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტებში ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას 25%-იანი ფასდაკლება დააწესა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები