პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსს შეხვდა

07.09.22 10:40


ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის წევრთან, პეტრას აუსტრევიჩიუსთან.

 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობაზე, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ პროცესში ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული მნიშვნელობა. შეხვედრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

 

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული ევროპელი პარტნიორების მიერ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები