პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა დავადასტურო, რომ სრულად ვართ მზად ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან

07.09.22 11:00


მმართველი პარტია და მთავრობა კურს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობა მზად არის ევროკავშირს 12-ე რეკომენდაციის შესასრულებლად.

 

„როგორც ვახსენე, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია, არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ სრულად ვართ მზად ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში ან პარლამენტს მიღმა არიან. ამიტომ ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა, მოტივაცია. საქართველოს მმართველი პარტია არის მზად, თორმეტივე პრიორიტეტი შესრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები