პოლიტიკა

ოლივერ ვარჰეი - გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

07.09.22 12:00


ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომის გამართვას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცენ.

 

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს საერთო დღის წესრიგის პრიორიტეტები განვიხილეთ. ამ რთულ დროს გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – წერს ოლივერ ვარჰეი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები