პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

07.09.22 12:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

 

ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესზე.

 

აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და დინამიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ფონზე შექმნილი რთული ვითარება, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები