პოლიტიკა

რომან გოცირიძე - ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვაჩვენოთ, რა არის სწორი

07.09.22 16:30


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციები თუ ვერ შესრულდება, ხელისუფლება ამას ოპოზიციას ვერასდროს გადააბრალებს.

 

გოცირიძის თქმით, საპარლამენტო მუშაობისას ალტერნატიულ წინადადებებს წარადგენენ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს შესრულებული რეკომენდაციები და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს.

 

„გუშინ ნათლად ითქვა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა სხვაა და ოპოზიციის სხვა. ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მათ შორის საარჩევნო ბარიერის მიღებაზე. ხელისუფლება ვერასდროს გადააბრალებს ოპოზიციას იმას, თუ ევროკომისიის რეკომენდაციები ვერ შესრულდება. ჩვენს ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ვაჩვენოთ, რა არის სწორი.

საპარლამენტო მუშაობაში ჩვენს ალტერნატიულ წინადადებებს წარვადგენთ და საზოგადოება დაინახავს, ვის აქვს რეკომენდაციები შესრულებული და ვინ არის დაკავებული იმით, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შესუსტებას და უკანონო ბერკეტების შეზღუდვას, იქნება ეს საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, თუ სხვა“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები