ეკონომიკა

ტყემალი შეიძლება საქართველოს გეოგრაფიული მახასიათებლების ნუსხაში შევიდეს

31.10.16 18:05


კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ ფარგლებში იმ პროდუქტების, მათ შორის ტყემალის, გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, რომლებსაც საქართველოს გეოგრაფიული მახასიათებლების შევსება შეუძლია.

გეოგრაფიული მახასიათებელი — ესაა ნიშანი, რომელიც გამოიყენება განსაზღვრული გეოგრაფიული წარმომავლობის მქონე საქონელზე და რომელსაც აქვს წარმოშობის ადგილისთვის დამახასიათებელი თვისებები, რეპუტაცია ან მახასიათებლები.

ხშირად გეოგრაფიული მახასიათებელი მოიცავს საქონლის წარმოშობის ადგილის დასახელებას. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ჩვეულებრივ, აქვს ხარისხი, რომელიც მათი წარმოების ადგილით განისაზღვრება და რომელზეც ადგილობრივი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატი და ნიადაგი, გავლენას ახდენს.

კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიები“ მიზანი იყო ქართველი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის გეოგრაფიული მახასიათებლებით დაცული პროდუქციის უპირატესობის გაცნობა როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.

კონფერენციაში ქვეყნის ყველა რეგიონიდან 120-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი მონაწილეობდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო „საქპატენტისა“ და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ. კონფერენცია დასრულდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია OriGin-სა და „საქპატენტის“ მიერ დაფუძნებულ OriGin Georgia-ს შორის ლიცენზირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერით. დოკუმენტი ითვალისწინებს მეწარმეებისა და ფერმერების დახმარებას ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში, ასევე საერთაშორისო კონტაქტების ძიებაში.

OriGin Georgia-ს საქმიანობა ითვალისწინებს იმ პროდუქტების გამოვლენას, რომლებიც ექვემდებარებიან გეოგრაფიულ მაჩვენებლებს, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენასა და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას.

ამჟამად გამოვლენილია 130-მდე პოტენციური გეოგრაფიული მაჩვენებელი. მათ შორისაა ტყემალი, კოლხური თხილი, რაჭული ლორი, ხარაგაულის სოკო, ჭოპორტის პომიდორი, ლაგოდეხის საზამთრო, კოლხური დაფნის ფოთოლი, ხელვაჩაურის მანდარინი, ტაბაწყურის სტაფილო, მარნეულის ადრეული კარტოფილი და სხვა.

გეოგრაფიული მაჩვენებლის დაცვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ დროისთვის რეგისტრირებულ მაჩვენებლებს შორის შედის საქართველოში წარმოებული 40-ზე მეტი პროდუქტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვა), რომლის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები