პოლიტიკა

შარლ მიშელი: გვექნება შესაძლებლობა განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა

03.10.22 12:00


ივნისის ევროპულ საბჭოზე სტრატეგიული დისკუსია გავმართეთ ევროკავშირის ურთიერთობებზე ევროპაში ორგანიზაციის პარტნიორებთან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

 

„რუსეთის მიერ წარმოებული დრამატული ომის შედეგებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, ჩვენ შევთანხმდით შეგვექმნა ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანების მიზნით და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ამბიციაა ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება და პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის საკითხებზე, რათა ერთად ვიმუშაოთ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაზე. გვექნება შესაძლებლობა განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები