ეკონომიკა

ჩინური კომპანია საქართველოში ნავთობის მოძიებით დაკავდება

01.11.16 14:30


საპარტნიორო ფონდსა და Beijing FangyuanChint Energy Technical CO.,LTD დაVm Energy LTD შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა რომლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, იტყობინება სს "საპარტნოირო ფონდი".

Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO. LTD და Vm Energy LTD მზადყოფნას გამოთქვამენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. მათი ინტერესის სფერო ენერგეტიკის სექტორია, კერძოდ: ნავთობის და გაზის მოძიება და მოპოვება.

„ჩინეთს და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.

ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათეული ჩინური კომპანია მოღვაწეობს წარმატებით.

მიხარია, რომ მათ რიცხვს დღეს კიდევ ორი კომპანია შეემატა", —აღნიშნა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინური მხარე ვალდებულებას იღებს,რომ ნავთობის და გაზის მოძიების კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს, ბიზნეს გეგმას დაამუშავებს და პროექტის საბოლოო დიზაინს წარმოადგენს. "იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროსმიერ გარკვეული ტერიტორიები გამოიყოფა, რომლებზეც აუქციონის წესითკომპანია შეეცდება ლიცენზიის მოპოვებას და შემდგომ საძიებო სამუშაოების ჩატარებას,“ — განაცხადა დავით საგანელიძემ. .

Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO.LTD

ჩინეთის უმსხვილესი Drilling and Production Technology Research Institute of Dagang-ის შვილობილი კომპანიაა. Drilling and Production Technology Research Institute of Dagang-ი ოპერირებს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, მონღოლეთში, ყაზაზეთსა და ყირგიზეთში. კომპანიის საქმიანობის სფერო ნავთობის და გაზის კვლევა-ძიება და მათი მოპოვებაა. იგი აწარმებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბურღვით, სატყეო და სხვა სამუშაოებს და არის ყოვლისმომცველი ნავთობის და გაზის საინჟინრო კომპანია. Vm Energy LTD ჩინურ-ქართული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ქართველი და ჩინელი სპეციალისტების მიერ და რომლის მიზანიც, იმ ნავთობის და გაზის მომპოვებელი პროექტებისსამეცნიერო და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფაა, რომლებიც საქართველოში უნდა განხორციელდეს. Vm Energy-ის სპეციალისტები ასევე შექმნიან ამ განსახორციელებელ პროექტებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1036


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები