მსოფლიო

EUMM-ის გარდა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შესაძლოა ОSCE-ს დამკვირვებლებიც განთავსდნენ

19.10.22 17:20


ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის გარდა, რომელიც უკვე შევიდა სომხეთში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იმუშავებს, ქვეყანა ОSCE-ს დამკვირვებლების შესვლასაც განიხილავს. ამის შესახებ azatutyun.am სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

მინისტრის ცნობითვე, დამკვირვებლების განთავსებაზე მოლაპარაკებები განიხილება ОДКБ-სთანაც [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია]. მირზოიანის ინფორმაციით, ამ საკითხზე ყაზახეთში ვიზიტისას სერგეი ლავროვთან, რუსეთის საგარეო მინისტრთან ისაუბრა.

 

“პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ აფასებს ორგანიზაცია შექმნილ სიტუაციას, ანუ სომხეთის სუვერენიტეტის წინაღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიას”, – აცხადებს მირზოიანი.

 

მხარეებს შორის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, სექტემბერში, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა.

 

ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები