მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

21.10.22 10:40


რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ხარკოვში აფეთქებების სერიაა“, - აღნიშნა მერმა და ქალაქის მცხოვრებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

 

ინფორმაცია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა და მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები