მსოფლიო

მარგარიტა სიმონიანს და კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ

26.10.22 14:20


სომხეთის ხელისუფლებამ RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის პარლამენტის დეპუტატს კონსტანტინ ზატულნს სომხეთში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ სიმონიანმა მის ტელეგრამ არხზე დაწერა.

 

“კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს სომხეთს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სხვათაშორის, მეც”, – დაწერა სიმონიანმა.

 

იქამდე ზატულინმა თავად დაწერა, რომ მიიღო წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ სომხეთში ის “არასასურველი” სტუმარია, ვინაიდან მისი ბოლო დროის განცხადებები სომხეთის მისამართით, აზიანებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და სამოკავშირეო ურთიერთობებს.

 

2020 წლის ყარაბაღის ომში დამარცხებაში ზატულინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მარგარიტა სიმონიანმა კი იქამდე რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი არაოფიციალურ ანტირუსულ პოზიციებში დაადანაშაულა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები