მსოფლიო

პანდემიის მოტივით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2023 წლამდე არ გახსნის

28.10.22 17:00


კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმი აზერბაჯანში, რომელიც გულისხმობს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას და პირბადის ტარებას, ძალაში 2023 წლის პირველ იანვრამდე რჩება.

 

შესაბამისად, ამ დრომდე დაკეტილი დარჩება ქვეყნის სახმელეთო საზღვრები რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან და თურქეთთან იმ შემთხვევაში, თუკი იქამდე არ გამოიცემა მთავრობის განსაკუთრებული განკარგულება.

 

ოფიციალური მონაცემებით, 27 ოქტომბერს აზერბაიჯანში კორონავირუსის 36 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

აზერბაიჯანის სახმელეთო  საზღვარი თითქმის სამი წელია დაკეტილია. თუ პირველი წელიწადნახევარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით გამართლებული დროებითი უხერხულობა იყო, დღეს ჩაკეტილი საზღვარი მოქალაქეებისთვის აბსურდულად გამოიყურება და ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მათგან ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები