პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა

02.11.22 11:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

 

„პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები