პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

02.11.22 11:40


კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საბინე მახლისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაეროსა და კულტურის კომიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.

 

ელისო ბოლქვაძემ გაეროს წარმომადგენელს კულტურის კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

 

ყურადღება გამახვილდა კულტურული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე.

 

„ვისაუბრეთ ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. გამოიკვეთა კონკრეტული ასპექტები, რა მიმართულებითაც კულტურის კომიტეტი გაეროსთან თანამშრომლობით იმუშავებს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები