პოლიტიკა

გიგა ბოკერია - ნიკა გვარამიას საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ძალის დემონსტრირება

02.11.22 13:00


დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ძალის დემონსტრირება. სწორედ იმის დემონსტრირება, რა კურსიც ივანიშვილის რეჟიმმა აიღო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

 

„თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც რაიმე ილუზია ჰქონდათ, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნდება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს. გვარამიას საქმე არის გამორჩეული. ყველას გვინდა პერსონალურად პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ყველას გვესმის, რომ ზეგ რომ რეჟიმმა რაღაც ვაჭრობისთვის გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს, ამითაც კი არ შეიცვლება ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის არსი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები