პოლიტიკა
02.11.22 13:40
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.
„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა.
პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია.
შეხვედრას ევროპის რეკონსტრუცქიისა და განვითარების ბანკის მხრიდან : ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, ხორვატიისა და საქართველოს საბჭოს დირექტორი კლარა კროლი, EBRD -ის დირექტორი, პრეზიდენტის ოფისიდან თომას რევიალი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ოლექსანდრ პავლიუკი, ასოცირებული დირექტორი, მთავარი ბანკირი თეა მელიქაძე, პრეზიდენტის ოფისის დირექტორი ფრანჩესკა ფოლია, ასოცირებული დირექტორი, ენერგეტიკის დეპარტამენტის რეგიონული უფროსი დავით მანაგაძე და უფროსი ოფიცერი, მოდერატორი ნინა დავითაშვილი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24