პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი - ნიკა გვარამიას ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი, ჩინოვნიკი დასაჭერია

02.11.22 14:00


„პარტია მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის.

 

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს.

 

„ნიკა გვარამია ციხეში ტყუილუბრალოდ ზის, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, რადგან გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი. რატომ დაიჭირეს, არც პროკურორებმა იციან და არც „ქართულმა ოცნებამ“ იცის. რასაც ედავებიან, მანქანა მიისაკუთრაო, მასე ყველა დეპუტატი და ჩინოვნიკი დასაჭერია, რადგან ერთი მაინც მითხარით ისეთი, ვინც თავისი ოჯახის საჭიროებისთვის სახელმწიფო მანქანას არ დაარბენინებს. ნიკა გვარამია ტყუილუბრალოდ არის დაჭერილი, რაც მძიმე ამბავია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის ორი ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს ცნობით, ერთ-ერთი ეპიზოდი 2019 წლის ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდია.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები