პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტისადმი მოწოდებები პირველად არ გვესმის, მათი უფლებაა, მიმართონ პრეზიდენტს და სასამართლოს, ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს

02.11.22 14:20


დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. არ შეიძლება, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ოპოზიციონერებს მოსწონთ, ეთანხმებოდნენ სასამართლოს და რომელიც არ მოსწონთ, ამბობდნენ, რომ სასამართლო არ იმსახურებს ნდობას და ეს გადაწყვეტილებები მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ თანმიმდევრული პოზიცია უნდა დაიკავოს სასამართლოსთან დაკავშირებით.

 

„საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით სასამართლოს დისკრედიტაცია და მუდმივი აპელირება იმაზე, თითქოს, სასამართლო არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს მაშინ, როცა მაღალი ინტერესის საქმეზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც კი დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს გაუგებარიც კი და უპასუხისმგებლოც. საქმეზე პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. საზოგადოებამ იცის, თუ რა ბრალდებები იყო, რა მტკიცებულებები წარადგინა ბრალდების მხარემ. რაც შეეხება გვარამიას პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას, ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოწოდებები პირველად არ გვესმის. მათი უფლებაა, მიმართონ პრეზიდენტს და სასამართლოს. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოძიემ სხდომის შემდეგ  განაცხადა, რომ „დროა, პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გვარამიასთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს“.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები