პოლიტიკა

გალუსტიანის თქმით, ოფიციალური თბილისი აფხაზეთისა და სომხეთის ურთიერთობას ხელს უშლის

02.11.16 14:25


26 ოქტომბერს სოხუმში ჩატარდა ტელეხიდი „ერევანი-სოხუმი“, რომელსაც აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, ასევე სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღნიშნულ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე სომხეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა განიხილეს ორი ქვეყნის - აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები სომხური დიასფორისა და ოფიციალური ერევნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი. ერევნელი ჟურნალისტების კითხვებზე უპასუხეს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვაგარშაკ კოსიანმა, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა ლევონ გალუსტიანმა, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ხაჩიკ მინოსიანმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სომხების კავშირის თავმჯდომარემ - გალუსტ ტრაპიზონიანმა.

ონლაინ კონფერენცია საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ არმენიას“ ფილიალის დირექტორმა გახსნა და აღნიშნა, რომ: „სომხების მთავარი მონაპოვარი თანამემამულეები არიან. ბევრი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გაფანტული და მნიშვნელოვანია მათთან მუდმივი ურთიერთობა. ამიტომაც, გადაწყდა ამ სახის კონფერენციის მოწყობა“. აფხაზეთის ე.წ. პარლამეტის წევრმა ლევონ გალუსტიანმა აგრეთვე დასძინა: ,,ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ კონკრეტულ პროექტებს ვასახელებთ, ოფიციალური თბილისის სახელისუფლო ორგანოები, ცდილობენ მათ წინ აღუდგენ და დაანგრიონ ის გეგმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ სომხეთთან ურთიერთობის დალაგებას ვცდილობთ"
ოფიციალური ერევნის მხრიდან დასმულ კითხვაზე, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების პროგრამას ეხებოდა, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვაგარშაკ კოსიანმა აგასცა პასუხი და ღნიშნა, რომ: „ჩვენ მზად ვართ სრული დატვირთვით მივიღოთ ტურისტები.

საკურორტო ქალაქები ათონი, პიცუნდა, გაგრა კარგ მდგომარეობაშია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს“.

ოფიციალური ერევნის მხრიდან დასმულ სხვა შეკითხვებზე, მაგალითად შეიცვალა თუ არა სომხებისთვის ვითარება აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ, პასუხი „აფხაზეთის სომხების კავშირის“ თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპიზონიანმა გასცა.

„აფხაზეთში ჩვენ თავს ვგრძნობთ კომფორტულად. აქ გახსნილია 26 სომხური სკოლა, სადაც პერიოდულად ვიღებთ ყველა აუცილებელ ლიტერატურას სომხეთიდან. არის შესაძლებლობა, რომ მომავალ თაობას შევასწავლოთ სომხური ენა და მოვამზადოთ ისინი სომხური უმაღლესი სასწავლებლებისთვის. კარგი იქნება ასევე, თუ ჩარტერულ ავიარეისები დაინიშნება აფხაზეთიდან სომხეთში, რათა სომეხ ტურისტებს მიმოსვლა გაუადვილდეთ“ - აღნიშნა ტრაპიზონიანმა.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარემ ხაჩიკ მინოსიანმა მოუყვა ერევანს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სომხების ცხოვრების შესახებ.

„აფხაზეთში დაახლოებით 42 ათასი სომეხი ცხოვრობს. ისინი ძირითადად სოფლად სახლობენ. იქ მუშაობენ და შრომობენ. რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური პრობლემები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან“.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა ლევონ გალუსტიანმა მცირე ინფორმაციული ექსკურსი გააკეთა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გარშემო:

„რაც შეეხება ეკონომიურ კონტაქტებს, მინდა მოგახსენოთ, რომ კერძო ბიზნესის დონეზე ვავითარებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს სომხეთთან. ამ ეტაპზე მუშავდება საკითხი თევზის პროდუქციის გატანისა და მათი შემდგომი გადამუშავების გარშემო.

იმედი გვაქვს, რომ იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც ოფიციალურად აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მალე სომხეთის მიუერთდება. კარგად გვესმის, რა სირთულეებთან იქნება ეს დაკავშირებული“ - აღნიშნა სომეხმა „აფხაზეთის“ პარლამენტარმა.



წყარო : /www. mediacity.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები