მსოფლიო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან

07.11.22 13:20


ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა.

 

„ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი სოციალურ ქსელებში.

 

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები