პოლიტიკა
02.12.22 17:20
“თქვენ ნამდვილი ჩემპიონი იყავით ქართველი ხალხისთვის”, – ასე შეაფასა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას საქმიანობა.
დეგნანის შეფასებით, ლომჯარიას რთულ დროს მოუწია ომბუდსმენობა, თუმცა ის და მისი გუნდი ღირსეულად ასრულებდა თავის როლს და აკეთებდა რაც სწორია, მაგრამ არა – ყოველთვის ადვილი.
“სახალხო დამცველის ოფისი ყოველდღიურად სასიცოცხლო როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვაში. სახალხო დამცველის დიდებული გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქესთვის დაცული იყოს ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა. ეს არის ნებისმიერი საზოგადოების ძალა და, მით უმეტეს, აქ, საქართველოში”, – განაცხადა დეგნანმა სახალხო დამცველის და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე და ომბუდსმენის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.
დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩოს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს სახალხო დამცველის ოფისთან და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება მას.
“დისკრიმინაციის მსხვერპლებს ახლა უკეთ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა ჩვენი პარტნიორობის შედეგად. სახალხო დამცველი ასევე უფრო მისაწვდომი გახდა მოქალაქეებისთვის. ათასობით ქართველი, ვინც ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაირღვა, მიმართავს სახალხო დამცველს. საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა, პროგრესი აქ მყოფი ბევრი ადამიანის მძიმე შრომის დამსახურებაა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება. ეს ითვალისწინებს თანასწორობას ეთნიკური, გენდერული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ბევრი სამუშაოა დარჩენილი გამოხატვის, თავისუფლების გარანტირებისთვის, განსაკუთრებით მედიისთვის, ლგბტი ადამიანებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის კუთხით ქვეყნის მომავალზე საჯარო დისკუსიებში… ეს კრიტიკულია საქართველოსთვის, ჯანსაღი, მდგრადი დემოკრატიისთვის. ეს მხოლოდ ევროკავშირის და ევროატლანტიკური წევრობის მიზანს არ ემსახურება და უფრო მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება
18:0008.02.23
-
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა
17:3008.02.23
-
17:0008.02.23
-
16:3008.02.23
-
თეონა აქუბარდია: ბევრი დაყოფის მიუხედავად, უნდა შევჯერდეთ ერთზე, ქვეყნისა და ერის ინტერესზე
16:0008.02.23
-
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს
15:3008.02.23
-
15:0008.02.23
-
14:3008.02.23
-
ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა – სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის
14:0008.02.23
-
13:3008.02.23
-
13:0008.02.23
-
12:3008.02.23
-
სეპარატისტი ვარდანიანისთვის მხოლოდ სომხების სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა?
12:0008.02.23
-
11:4008.02.23
-
ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო დერეფნის „გილიან უფსკრული“ ძალიან სწრაფად მოიხსნება
11:2008.02.23
-
11:0008.02.23
-
10:4008.02.23
-
შს სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების კადრებს და ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
10:2008.02.23
-
10:0008.02.23
-
თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
18:0007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
17:4007.02.23
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა
17:2007.02.23
-
ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა
17:0007.02.23
-
16:4007.02.23
-
16:2007.02.23
-
ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის საკითხს ეხმაურებიან
16:0007.02.23
-
ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას
15:3007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
15:0007.02.23
-
14:3007.02.23
-
14:0007.02.23
-
კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს
13:4007.02.23
-
თაკო ჩარკვიანი - საპარლამენტო ბოიკოტს ვუერთდები, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება
13:2007.02.23
-
ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული
13:0007.02.23
-
12:3007.02.23
-
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
12:0007.02.23
-
დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა
11:3007.02.23