პოლიტიკა
06.12.22 11:20
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და იცის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც საქართველოს გვერდით დგას.
„ჩვენ ვიცით და მადლიერი ვართ იმისთვისაც, რომ უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ დაჩქარდებოდა ჩვენი, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ამისთვის ჩვენ მართლაც გვეკუთვნის მადლობის თქმა. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა ამ ფარგლებში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ძველი ხედვის ნაშთი, რასაც ერქვა გეოგრაფიული მიდგომა, საქართველო ევროპა იყო, თუ არა, ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა. შემდეგი ეტაპი არის ის სტატუსი, რაც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ პირველ ეტაპზე უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამის მიზეზები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ.
ვიცი, რომ შეგვიძლია, ამ შემთხვევაში ჩვენი მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, როგორც მივიღეთ პოლონეთის მხარდაჭერა ყველაფერში, რაც დაწყებულია – ჩვენი ევროპისკენ ინტეგრაციის გზა, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სურვილი. ეს პროცენტი არ შეცვლილა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ვიცით, რომ პოლონეთი შემდეგ დისკუსიებშიც მხარს დაგვიჭერს.
მინდა, გამოვხატო საქართველოს მადლიერება, რათა არა მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ ვიტყოდი, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე პოლონეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი. მაგალითად, 1921 წელს, როცა ჩვენი ოფიცრები სტამბულიდან წამოიყვანა, აქაურ კადეტთა სკოლაში მიიღო, ის ოფიცრები, რომლებიც გამოექცნენ სწორედ იმდროინდელ რუსულ აგრესიას და რუსულ ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ორი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორია და ეს არის ის, რაც ნამდვილად ქმნის ჩვენს ერთიან წარსულს, დარწმუნებული ვარ, ერთიან მომავალს ევროპაში.
პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს, როგორც ახსენა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ გვერდით იდგა პოლონეთი და ძალიან სწორად შეაფასა იმდროინდელი საფრთხე მომავლისთვის, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც პოლონეთი დგას ჩვენ გვერდით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არის პოლონელი და 22 პოლონელი დამკვირვებელი მონაწილეობს ამ მისიაში.
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება ამ ყველაფრისთვის და ჩვენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში, როცა ჩვენც ვიქნებით სრულყოფილი წევრი გაერთიანების, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ჩვენც ვიქნებით სანდო მეგობარი პოლონეთისთვის. ამისი იმედი გქონდეთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რომან გოცირიძე საპენსიო ფონდზე - ჯიბის ორგანიზაციად გინდათ გადააქციოთ
16:1220.05.24
-
დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები
15:4020.05.24
-
15:1620.05.24
-
14:2320.05.24
-
13:4520.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ
13:1820.05.24
-
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
12:5120.05.24
-
12:2020.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ქედმაღლურია
12:0020.05.24
-
11:2920.05.24
-
პრემიერი - ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს
11:0020.05.24
-
გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს
10:2520.05.24
-
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ
10:0020.05.24
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24