მსოფლიო

სომხეთი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი მასზე ზეწოლას ახდენს

27.12.22 17:00


სომხეთის ხელისუფლება საჯაროდ პირველად აცხადებს, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს, დაუთმოს აზერბაიჯანს საგზაო კორიდორი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბების ეტაპზეა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

 

სომხეთის უშიროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგდაოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 13 სექტემბრის თავდასხმა, ასევე ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვა სომხეთზე რუსეთის ზეწოლის ჯდება. ასევე, გრიგორიანის თქმით, სწორედ ამაშია ბოლო დროის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ცხადი კრიზისის მიზეზიც.


“სომხეთი ამას ეწინაღმდეგება. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ამას უკავშირდება 13 სექტემბრის ესკალაციაც და ძირითადად ეს არის საფუძველი ან მიზეზიც მთელი ამ კრიზისის.

 

რაც შეეხება საკავშირო სახელმწიფოს, ბუნებრივია, სომხეთზე ზეწოლაა. და ყოველ ჯერზე, როდესაც სომხური დემოკრატია და დემოკრატიული სისტემა ამას ეწინაამდეგება ამას, სხვა სახის ზეწოლას იღებს, სამხედრო ძალის სახით”.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები