ანალიტიკა
29.12.22 12:00
როგორც წესი სეპარატისტები სოხუმსა და ცხინვალში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული რეგიონების ქართველი ჩინოვნიკების ყოველი ხსენების შემდეგ, მაშინვე აგრესიულსა და ქართველოფობიური სულისკვეთებით გაჯერებულ „მრისხანე პასუხს იძლევიან“. თუმცა, ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 დეკემბერს, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის შემთხვევაში ამ რეგიონებში მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დაჰპირდა, მაგრამ არც სოხუმიდან და არც ცხინვალიდან 24 საათის განმავლობაში გამოხმაურება ან სხვა რაიმე რეაქცია არ მოჰყოლია.
და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადება, როგორც „შერიგების ჟესტი“ აფხაზებისა და ოსების მიმართ საკმაოდ ანგარიშგასაწევი იყო.
„მოგეხსენებათ, ე.წ. ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი თუ არ ვცდები, 800 მილიონი დოლარია. მათი ბიუჯეტი მთლიანად სუბსიდირებულია. ჩვენი აფხაზი, ოსი ძმებისთვის ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია. ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შეგვიძლია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამის მოწყობა ძალიან მარტივად შეიძლება. ჩვენ უკვე განვიხილეთ, ამასთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსია ეკონომიკურ საბჭოზე. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბება. აფხაზეთს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს მეორე მონაკო, სოხუმს კი მეორე მონტე კარლო.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა მშვიდობიანია. ამდენი ომის შედეგად მიყენებული ჭრილობების მოშუშება გვინდა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა, რომ ეს კონფლიქტი, ეს საშინელი ტრაგედია, მშვიდობიანად დავასრულოთ და შევრიგდეთ, რათა ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნდობის ჩამოყალიბების გზით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა და იდეა, რომლის ირგვლივაც ხალხი უნდა გაერთიანდეს, საქართველოს გამთლიანებაა.
გასაგებია, რომ სეპარატისტი მარიონეტები ყველა განცხადებას აკეთებენ მხოლოდ მოსკოვის დაკვეთით. იგი, როგორც წესი სრულად კოორდინირებულია ძლევამოსილ სომხურ ლობთან, რომელმაც უკვე დიდი ხანია „თვალი დაადგა“ ქართულ აფხაზეთს. თუმცა, ამჯერად სეპარატისტებს უბრალოდ არ ჰქონდათ საქართველოსთვის დაყეფების დაკვეთა. გასაგებია რატომაც.
რუსეთი და უპირველეს ყოვლისა, კრემლის ხელისუფლება, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის წარუმატებლობისა და გაჭიანურებული ომის და საერთაშორისო იზოლაციის გამწვავების პერსპექტივის გამო, არ არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ საქართველოსთან ისედაც რთული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს. რაც შეეხება სომხურ ლობს, მას ეხლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის საერთოდ არ სცალია. აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ გადაკეტილი ლაჩინის დერეფანი (მოქალაქეებისთვის და ჰუმანიტარული ტვირთისთვის უფასოა) ხაფანგად იქცა ხანკენდში რუსი სამშვიდობოების მფარველობით სოროში შემალული "არცახელი" სეპარატისტებისთვის. სომხური ლობი გამალებით ფიქრობს, როგორ გაიხანგრძლივოს თვითნებური ყოფნა ყარაბაღის აზერბაიჯანულ მიწებზე.
მაგრამ, რაც შეეხება თავად აფხაზებს და ოსებს, მათ კიდევ ერთი მიზეზი აქვთ სერიოზულად იფიქრონ მომავალზე. დღეს ხომ კრემლი უმოწყალოდ ისვრის იმავე ოსებს უკრაინულ ხოცვა-ჟლეტაში და ანგრევს პატარა ერის გენოფონდს. მსგავსი პერსპექტივის წინაშე დგას მომაკვდავი აფხაზები. ომი სულ უფრო უახლოვდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
გასულ ზაფხულს რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში დამსვენებლების რეკორდული შემოდინება დიდწილად განპირობებული იყო რუსებისთვის ჩვეულ დასასვენებელ ადგილებში „ომის ოხშივარით“. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აფხაზეთი "უსაფრთხოდ ეჩვენებოდათ "ფრონტის ხაზზე" მდებარე ოკუპირებულ ყირიმთან შედარებით და თუნდაც კრასნოდარის ტერიტორიასთან შედარებით", რომელსაც უკვე "მიაღწია" უკრაინის შეიარაღებული ძალების საპასუხო დარტყმებმა (დრონის დარტყმები ნოვოროსიისკის პორტის წყლებში).
თუმცა, უკვე მომავალ 2023 წელს, ოკუპირებული აფხაზეთი აღარ იქნება „თავშესაფარი ომისგან მოშორებით დასასვენებლად“. ის ძალიან ახლოს არის ომის ზონასთან. უკრაინის განმეორებითი დარტყმა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის ბაზაზე ენგელსში, ფრონტის ხაზიდან 700 კმ-ზე მეტ მანძილზე, მიუთითებს იმაზე, რომ მთელი აფხაზეთი და პირველ რიგში, ოკუპანტების ბაზა გუდაუთაში, „საპასუხო დარტყმის ქვეშ ექცევა“ თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
საბოლოო ჯამში, აფხაზებმა უნდა აირჩიონ ან „ფრონტისპირა ხაზის რეგიონის“ სტატუსი, ახალგაზრდების დაღუპვა კრემლისმიერ ავანტიურაში უკრაინის წინააღმდეგ, საპასუხო დარტყმები აფხაზეთში დამპყრობლების განლაგების წერტილებზე სიკვდილის მუქარით, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის "საზარბაზნე ხორცად" გამოყენება დამპყრობთა მიერ და ტურისტების დენადობის შეწყვეტა. ან უსაფრთხოება, მშვიდობა და როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰპირდება, ინვესტიციები და დინამიური განვითარება. აფხაზეთს კი თუ ინვესტორებს ლეგალურად ექნებათ შესაძლებლობა ინვესტიციები საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიებზე, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ ტერიტორიებზე დააბანდონ, აქვს ყველა შანსი მშვიდობიანი მომავლისთვის, განვითარებული საერთაშორისო ტურიზმით.
გიორგი კვინიტაძე
წაკითხულია : 631
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24