მსოფლიო

ჯანმო-ს წარმომადგენელი - კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს

05.01.23 11:00


კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

 

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

 

მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები