პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი

09.01.23 12:20


ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებასა და მოსამართლე არველაძის მიერ გამოტანილ ვერდიქტს.

 

„ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი. სააკაშვილი გასამართლებულია 2 მძიმე დანაშაულზე, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და იგი ახლა იხდის სასჯელს. დაველოდოთ, სასამართლო სხდომების დასრულებას და საბოლოო ვერდიქტის გამოქვეყნებას, რომლის უფლებაც მხოლოდ მოსამართლე არველაძეს აქვს, სხვა არავის, არცერთ პოლიტიკოსს ან ადამიანს, რომელიც მეტად ან ნაკლებადაა ჩართული ამ მოვლენებში“,- ა აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები