პოლიტიკა
09.01.23 12:40
2023 წელს აუცილებელია კონსოლიდაცია და ერთიანობა გეოპოლიტიკური შესაძლებლობების სათანადოდ გამოსაყენებლად და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესასრულებლად, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ძალისხმევით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს, რაც ქვეყნის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს.
„პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია ჩვენი ევროპული მომავლისა და მთლიანად სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ საგნობრივი დისკუსიებითა და გარკვეული კომპრომისებით შესაძლებელია საკვანძო მიმართულებებით რეფორმების განხორციელების პროცესში მეტი ხელშესახები შედეგის მიღწევა“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ურთულესი გარემო, ამავდროულად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული თანხმობის მიღწევას მოითხოვს.
„მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიული მოქმედებების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ და „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადებულ პირობასაც არღვევს, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიაზე თავდასხმით. ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს და ცივილიზებული სამყაროს მიერ დადგენილ ყველა ნორმას უგულებელყოფს“,-განაცხადა ბურკაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა.
„აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებების მიხედვით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა (გთხოვთ, იხილოთ დეკლარაცია https://bit.ly/3FAedgO)). ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში. შეხვედრების მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან ელიან, რომ პოლიტიკური ძალები, განსხვავებების მიუხედავად, შეძლებენ ქვეყნის განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით შეთანხმებას, რათა ვუზრუნველყოთ საქართველოს უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის როლის უკეთ გამოკვეთას ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე, რაც თითოეული ჩვენგანის უკეთეს მომავალს განაპირობებს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24