პოლიტიკა
09.01.23 13:40
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ვინც ჩართულია, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“, ცნობილი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„დაახლოებით 12 დღის წინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის რეალურად ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, უნდა იყოს პრაქტიკულად ისეთ სიაში, როგორიც არის „მაგნიტსკის სია“. ამის შემდეგ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტი, თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო საერთაშორისო გამოხმაურებაც და პარტნიორების ჩართულობა გაცილებით გაზრდილია. გაზრდილია იმდენად, რამდენადაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. ამიტომ ეს განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც არის ჩართული დანაშაულებრივ სქემაში, იყოს რეალურად ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ამ ადამიანებმა ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევის გამო პასუხი უნდა აგონ, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ. ამიტომ, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, მათ შორის სამართლებრივი პაკეტის შეკვრაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რაშიც ჩართული ვარ, ეს არის იურისტების გარკვეული ნაწილი, ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამართლებრივ პაკეტზე, რადგან ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ სახელების დ გვარების ჩამონათვალი. ეს უნდა იყოს სამართლებრივად კარგად შეკრული, რაც გულისხმობს, მათ შორის, რატომ არის ესა თუ ის ადამიანი ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაში ცნობილი ჩვენს მიერ, რა სისხლის სამართლის მუხლებია დარღვეული და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სიაში ამა თუ იმ ადამიანის შეყვანა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ე.წ. მაგნიტსკის სიაში უნდა იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ასევე პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები და სააკაშვილის მკურნალობაში ჩართული პირები.
„ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პირადად არაერთხელ თქვა, რომ არის პირველი პასუხისმგებელი და ვალდებული იმაზე, რომ კადრები გასაჯაროვდა. მათ შორის, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინეს პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებმა. ეს არის რუსთავიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს. ასევე მკურნალობის მიმართულებით ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ადეკვატურად პასუხისმგებელი, უფრო სწორად, არიან, მაგრამ არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას.
სამართლებრივ ნაწილს ვუყურებ ძალიან სერიოზულად. მათ შორის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ ბილ ბრაუდერის განცხადებას. ბრაუდერი არის ადამიანი, რომელიც იყო ამ სიის არამარტო ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ამწევი“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24