პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს ქართული გვარებით მსგავსი სიის შედგენა სთხოვა

09.01.23 15:40


„მაგნიტსკის სიის“ მსგავსი ქართული გვარებით - იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს ბილ ბროუდერს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს ახალი სიის შედგენაში.

 

ვიდრე კონკრეტული გვარები გახდება ცნობილი, მანამდე სააკაშვილის პარტიაში წინასწარ აცხადებენ, რომ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ექსპრეზიდენტს, მათივე სიტყვებით, წამებით კლავენ.

 

თავის მხრივ, ბილ ბროუდერი პირობას დებს, რომ თბილისში შედგენილ სიას ყურადღებას მიაქცევენ დასავლური ქვეყნების მთავრობები.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები