პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მიზანმიმართული კატასტროფაა პროცესის განადგურებისთვის“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

09.01.23 16:00


ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრობს. მისი თქმით, მელია მიზანმიმართულად ანადგურებს პროცესებს, რომელიც პარტიას ეხება.

 

„ახლა მინდა მოკეთეს და მტრის გასაგონად ვთქვა, მეგობრებმა ისედაც იციან, ტვ ეთერით პოლიტიკურ ინფორმაციას თუ ისე ინფორმაციას, არ გამოვიტან თუ ზუსტად არ ვიცი, ინტუიცია რომც მკარნახობდეს, მაინც არ ვიტყვი დაუზუსტებელს. ცილისწამება ჩემი სტილი არ არის, როცა ვხედავ და ვიცი, რომ მიზანმიმართულად ანადგურებს პროცესს „ვიღაც“ მავანი, სასწრაფოდ ვამბობ ხმამაღლა, რომ ხალხმა გაიგოს. დიახ, ერთი წელია, ვამბობ, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე - ლიდერი მიზანმიმართული კატასტროფაა პროცესის განადგურებისთვის, ახლა უკვე, ლატინინას და პოდოლიაკის ინტერვიუს შემდეგ, სადაც პირდაპირ ამხილა ლატინინამ ნაც.პარტიის „თავმჯდომარე“ და ღიად თქვა ძალიან ზუსტად, რომ მას „იავლინსკის სინდრომი“ აქვს, რომელიც პუტინთან არის გარიგებულიო და ნაც პარტიის თავმჯდომარე (ძალიან უცნაური ის არის რომ) როგორც კი აქციაა, ეგრევე შლისო, სპეციალური ტექნოლოგიაა, გაყიდული ხელმძღვანელობისა, რომ ხალხში დაუცველობის და უსუსურობის შეგრძნება გააჩინონო“ , ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო „საქმენი საგმირონია“... ბრძოლა ღირებულებით არსებობს და არა გარიგებით“, - წერს ჩარკვიანი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები