პოლიტიკა
09.01.23 16:20
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, 75 მლნ აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს მიმართავს.
როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ბანკთან, როგორც თანხის ოდენობაზე, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ინვესტირება. 2.5 მილიონი ევრო უკვე დახარჯულია საქართველოს მხრიდან, რომელიც გულისხმობს ე.წ. ფიზიბილითი სტადის (Feasibility study) შესწავლის განხორციელებას. მიმდინარე წელს აღნიშნული შესწავლა უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიური შედეგებით იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარი შესწავლაც, შედეგების მიხედვით, ასევე საკმაოდ პოზიტიური იყო.
ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის განხორციელება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მიმართავს მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ, რომელიც ჯამში შეადგენს 75 მილიონ აშშ დოლარს. ამ თანხასთან დაკავშირებით ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა როგორც თანხის ოდენობაზეც, ასევე კონკრეტულ მიმართულებებზეც და უკვე შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან.
75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით. ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით დაჯდება 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და დაიხარჯება საქართველოს მიერ. ასევე გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას, რათა სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე 5 მლნ ევრო გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის. ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ჩვენი პარტნიორები, შემდგომ ეტაპებზე, როდესაც გვექნება შესაბამისი შესწავლის დოკუმენტი, რომელიც წელს უნდა იყოს და ასევე ის შედეგები, რასაც კვლევა უშუალოდ დადებს აღნიშნული კონტრაქტებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24