პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მითუმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული

10.01.23 11:00


ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მითუმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება.

 

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი არაფერს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ ორი ადამიანის პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მესამე გაბრაზებულ ადამიანზე იყოს, არავის გაგვიკვირდება. ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, არა გაბრაზებული, ასეთ და ისეთ ხასიათზე ნათქვამი და მისი სერიოზულად განხილვა, როგორც პოლიტიკური პოზიციის, აბსურდია. ამ ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია მაშინაც კი, ეს ჩანაწერი ნამდვილი რომ იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. მნიშვნელობა არ აქვს "ნაცმოძრაობა" აკეთებს ამას თუ ხელისუფლება, სამწუხაროა, რომ ჩანაწერები ჯერ კიდევ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად გამოიყენება. ის, რომ ადამიანისთვის სახელის გატეხის მიზნით, არასათანადო მტკიცებულებებით გარკვეულ ცნობებს ვავრცელებდეთ, არასწორია", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები