პოლიტიკა

„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება“ - დეკანოიძე სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ ჩანაწერზე

10.01.23 12:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე იმ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. 

 

„ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის“, - წერს დეკანოიძე.

 

ცნობისთვის, ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის. თავად ნიკა მელიას კი ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები