პოლიტიკა

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ინფორმაციით, „მიხეილ სააკაშვილის სიის“ შედგენაზე მუშაობას იწყებენ

10.01.23 14:20


„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ინფორმაციით, „მიხეილ სააკაშვილის სიის“ შედგენაზე მუშაობას იწყებენ.

 

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიაში ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ „მის წამებაში მონაწილეობას იღებდა“.

 

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები დაწყებული, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ გავაგრძელებთ ვიზიტებს ბრიუსელში, სხვა პოლიტიკურ ცენტრებში და კონკრეტულ მტკიცებულებებს ჩავიტანთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინეს. სამ მათგანს დავაანონსებთ, ვისაც მძიმე ბედი მოელით. ესენი არიან: მალხაზ ურთმელიძე, რომელიც პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ასევე, გოგა ორდენიძე, რომელიც არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩამდენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, როდესაც გლდანის ციხეში მოხდა მისი გადაყვანა და რატი ბრეგაძე, რომელიც ფაქტობრივად არის პუტინის დავალების კოორდინატორი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები