მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი - მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების სომხეთში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

10.01.23 16:00


სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთობლივ სამშვიდობო წვრთნებს წელს არ უმასპინძლებს, რადგან წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

 

„სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე შეატყობინა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ ამ ვითარებაში სომხეთში მსგავსი წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ეს წვრთნები არ ჩატარდება სომხეთში, [მინიმუმ] მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უმასპინძლებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო წვრთნები სომხეთში გაიმართება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები