მსოფლიო

ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

10.01.23 16:30


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

 

ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

 

იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

 

„ჩვენ მოწოდებული ვართ, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდგომ დონეზე ავიყვანოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის რამდენიმე დღეში აღება და დასავლეთის გაყოფა სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

 

„პრეზიდენტ პუტინს სურდა უკრაინის აღება რამდენიმე დღეში და ჩვენი გაყოფა. ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები