პოლიტიკა

რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს - ამერიკელი ექსპერტის გამოკითხვა

12.01.23 11:00


ამერიკელი გასტროენტეროლოგის დღევანდელმა დაკითხვამ სასამართლოს წინაშე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უმძიმესი პერსპექტივა წარმოაჩინა. სტიუარტ ფინკელმა დასმულ კითხვებზე პირდაპირ განაცხადა - თუ წონის კლება გაგრძელდება სიკვდილი გარდაუვალია; და კიდევ, მიხეილ სააკაშვილი პირისპირ დგას კიბოს განვითრების პერსპექტივის წინაშე.

 

მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა მედიკოსმა ქართულ სასამართლოს ასეთი დრამატული მდგომარეობის მიზეზებიც განუმარტა - პატიმარს არ ჩაუტარდა დროული და ადეკვატური მკურნალობა - ამბობს მედიკოსი და ახმაურებს კიდევ ერთ გამაოგნებელ ფაქტს: მესამე პრეზიდენტს ციხეთა სისტემაში დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები, რომლებიც არ არის ნებადართული ამერიკის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები