მსოფლიო

სომხეთის საზღვარს საქართველოს მოქალაქეები ID დოკუმენტით გადაკვეთენ

12.01.23 16:00


სომხეთის დღევანდელ, 12 იანვრის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სომხეთ-საქართველოს საზღვარი მხოლოდ ID დოკუმენტით გადაკვეთონ. მემორანდუმს, რომელიც ID დოკუმენტით საზღვრის გადაკვეთას ითვალისწინებდა, მხარეებმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მოაწერეს ხელი.

 

როგორც გამოცემა nor.ge წერს, დღევანდელ სხდომაზევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სომხეთს განსკუთრებული უერთიერთობები აქვს, რაც სომხეთის მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების სტატისტიკაც მოწმობს.

 

“მხოლოდ 2019 წელს საქართველოს 1 მილიონ  365 ათასი ჩვენი მოქალაქე ესტუმრა”.

 

ოფიციალური ცნობითვე, შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა დღესვე, სომხეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები