პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური

13.01.23 13:40


მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ გიული ალასანიას საუბარი ისმის, ექსპერტიზაზე უნდა გაიგზავნოს. მისი განმარტებით, ჩანაწერის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რადგან გიული ალასანიამ ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც ყურადღების ღირსია, მათ შორის ის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია.

 

„გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნებლად ჩავიდა, რაღაცები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითაც კითხვები მოიხსნება და ალბათ გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები