პოლიტიკა

თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე - რატი იონათამიშვილი

13.01.23 15:20


„გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი - თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს: ავთენტიკურია თუ არა ჩანაწერი, ჩანაწერი არის თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები, არის თუ არა ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში. აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიომასალას, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი:

 

„ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის, თუ მოსაუბრეების ხმა, ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა - არის თუ არა ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.

 

ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი.

 

თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე“, - წერს რატი იონათამიშვილი. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები