პოლიტიკა

თბილისი მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია - ალეკო ელისაშვილი

16.01.23 13:20


„სინამდვილეში, მშვიდობის ქალაქი კი არა, ეს არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

 

ელისაშვილი აცხადებს, რომ ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა უკვე საფრთხის შემცველია.

 

მისი თქმით, თვითმმართველობის ყველაზე ძლიერი ელემენტი ამხანაგობაა, რომელსაც უფლებები უნდა გაეზარდოს და მათი თავმჯდომარეები კოორდინატორებად არ უნდა იყვნენ გადაქცეულები. 

 

„მარტო შოუებს კი არ უნდა მართავდნენ, ან იმ ხურდებს რომ აგროვებს ხალხი, რატომ აგროვებს? სირცხვილი არაა? რა არის ეს, რა ჯანდაბა არის, ხურდა თუ არ გიყრია ჯიბეში ვერ ადიხარ მაღალ სართულზე. სინამდვილეში, მშვიდობის ქალაქი კი არა, ეს არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი. სინამდვილეში, ასეთი ქალაქია თბილისი. ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა რაცაა, ის უკვე საფრთხის შემცვლელია. ხოლო რაც ახალი იქმნება, რამდენად ხარისხიანია, ღმერთმა უწყის.

 

თვითმმართველობის ყველაზე ძლიერი ელემენტი ეს არის ამხანაგობა. „ნაცმოძრაობამ“ ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე აქცია კოორდინატორად და რა ქნა „ქართულმა ოცნებამ“? თავზე ხელი გადაუსვა, უბრალოდ ის წითელი მაისურები შეცვალეთ ლურჯითო და იყავითო. ამას, როგორც თვითმმართველ ერთეულს თუ გააძლიერებ, ადამიანებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემ თავისი სივრცე უკეთ მართონ და უფლებამოსილებას გაუზრდი, ეს იქნება არაჩვეულებრივი. ახლა პასუხისმგებლობა უნდა იყოს ამხანაგობაზე, მაგრამ ვერ იქნება ვერანაირად, იმიტომ, რომ უუფლებოა და მკვდარია“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები