პოლიტიკა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს

16.01.23 14:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს.

 

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის მიხედვით, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

 

ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები