პოლიტიკა
16.01.23 14:40
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში პარლამენტის როლს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი, თუ რა გაკეთდა საქართველოს პარლამენტში.
„მას აქვს დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარე, რასაც საქართველო აკეთებს რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი მოლოდინი, როდის და როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით. არის ასევე პრაქტიკული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასთან. ასევე, ვისაუბრეთ სექტორული თანაშრომლობის გაძლიერებაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
ევროკომისიამ მუშაობა დაასრულა იმ დოკუმენტზე, რომელიც შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის დონეს. ვიცით ასევე, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები ყველა მიმართულებით და ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. ეს დოკუმენტი გადის საბოლოო პოლიტიკურ განხილვებს ევროკავშირის ინსტიტუტებში და იმედი გვაქვს, მალე ვიხილავთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეალურად დავინახოთ, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, გამოჩნდეს, სად დგას საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24