პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ და რუმინეთის ელჩმა საპარლამენტო ურთიერთობის  საკითხზე ისაუბრეს

17.01.23 10:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და 2023 წლის აქტივობები, ასევე რუმინეთის, როგორც ნატო-ს ახალი საკონტაქტო საელჩოს პრიორიტეტები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

 

“მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მისი მნიშვნელობა როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოებისთვის.

 

შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში არსებული რუსული აგრესია და მისი გავლენა, როგორც რეგიონის, ასევე ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები