პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

17.01.23 13:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან, მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა.

 

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორთან, მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდთან. განვიხილეთ საქართველოს ბიზნეს პარტნიორობის პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი სტაბილური საბაზრო ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის უხვ შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები