პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ

17.01.23 15:30


სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და  ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰანი ვეისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები განიხილეს.

 

„შევხვდი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და  ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს. განვიხილეთ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები. ამ კონგლომერატს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები