პოლიტიკა

„ერთადერთი გამოსავალი საქართველოში რევოლუციური ცვლილებებია“ - ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო პროცესებში ვანო მერაბიშვილის ჩართვას ადასტურებს

17.01.23 16:20


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საარჩევნო პროცესებში აქტიურად არის ჩართული. 

 

„ჩემი საყრდენი არჩევნებშიც და ზოგადადაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან შეურაცხყოფის, ტერორის ქვეშ და არ დანებდნენ და იბრძვიან ბოლომდე. დიახ, ლევან ვარშალომიძე და მისი გუნდი მიჭერს ღიად მხარს. დიახ, ვანო მერაბიშვილი თუ სადმე ჩადის და ვინმეს ამობილიზებს იმის გამო, რომ ჩვენ გენერალური ბრძოლა გვაქვს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ამაზე შიშები აქვს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, დაე, ეშინოდეთ. ვაპირებ, გავაღვიძო ყველა მიძინებული ადამიანი, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, თუმცა ოპოზიციიდან გამომდინარე, რუსი ოლიგარქიდან გამომდინარე, საღათას ძილით მიაძინეს, ჩააგდეს ნიჰილიზმში. როცა რამეს ვლაპარაკობთ ფარულობაზე, არ ვიცი ეს ადამიანი ფოტოებს იღებს და სოციალური ქსელით ავრცელებს, მეტი საჯაროობა რა უნდა იყოს, არ ვიცი, სამივლინებოს ხო არ გამოწერს, ან სამსახურში უნდა მივიდეს სადმე? თქვენ იცით, რომ რამე ოთახი აქვს და იქ უნდა გამოცხადდეს? თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს ვინმემ უნდა აუკრძალოს გადაადგილება, ან სადმე თუ წავა სამივლინებო ბარათები უნდა გამოწეროს? მე ვწუხვარ ამის გამო, (გიორგი რურუას განცხადება) თუ პირადი დაპირისპირება აქვს მას ვინმესთან და ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჰკითხეთ გიორგის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები საჭირო.

 

„პროცესის დაჩქარების ნაცვლად, ვხედავთ, მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესებს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. შესაბამისად, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ, არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი უცხოელ პარტნიორებთან ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები